რუსთავის მერია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ თექვსმეტდღიან კამპანიაში იყო ჩართული.
კამპანიის ფარგლებში, რუსთავის მერიისა და "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" (USAID) რუსთავის ოფისის ერთობლივი ინიციატივით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის საჯარო სივრცეში, თემატური საინფორმაციო პოსტერები გაიკრა.
აქტივობას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერიისა და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია, მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.
ოჯახის წევრის ან სხვა პირის მიერ ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა, იძულება ან არასრულწლოვნის კანონიერი ინტერესების უგულებელყოფა კანონით აკრძალულია!
თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი ან იმყოფები ძალადობის რისკის ქვეშ, დახმარებისთვის: დარეკე 112-ზე ან გამოიყენე 112-ის მობილური აპლიკაციის ჩუმი განგაშის (SOS) ფუნქცია და გამოიძახე პოლიცია.
კონსულტაციისთვის: დარეკე 116006-ზე - უფასო 24 საათიან ცხელ ხაზზე (ქართულ, ინგლისურ, რუსულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, არაბულ და სპარსულ ენებზე).
ინფორმაციას თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერია ავრცელებს.