Facebook-მესენჯერი შეფერხებით მუშაობს

2020-12-10 15:39:38

მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის საქართველოში Facebook და Messenger შეფერხებით მუშაობს.

მომხარებლები, რომელთაც აპლიკაციაზე წვდომისას პრობლემები შეექმნათ, თავიანთ პირად გვერდზე წერენ, რომ მესენჯერში ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და მიღება დაგვიანებით ან საერთოდ არ ხდება, ვერ ხერხდება ვერც ზარების განხორციელება.

პრობლემის მიზეზებთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით Facebook-ს არ გაუკეთებია, თუმცა შეფერხება აისახა პლატფორმა Downdetector-ზე. პლატფორმაზე ასახული მონაცემების მიხედვით, Messenger-მა შეფერხებებით მუშაობა პირველი საათიდან დაიწყო.

Downdetector-ის live-რუკის მიხედვით, ამ ეტაპზე პრობლემა შედარებით აღმოფხვრილია თბილისში, თუმცა მომხმარებლების ნაწილს მესენჯერთან დაკავშირებული პრობლემები ამ დრომდე აქვთ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები