სასაფლაოების ტერიტორიაზე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

2020-12-10 14:59:53

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი გარდაცვლილი სოფელში არსებული სასაფლაოების ტერიტორიაზე ნახეს, მას დაზიანებები აღენიშნება. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, 35 წლის კაცს სხეულზე ცივი იარაღით აქვს ჭრილობები მიყენებული.

მომხდარზე სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები