ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა რუსთავში

2020-12-09 20:08:34

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა.

ქალაქში კოვიდ19-ის 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 74 ახალი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 193 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 61-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. 13 ინფიცირების შემთხვევა ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PCR ტესტით გამოვლინდა.

4 ახალი შემთხვევაა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში.

2 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში" არსებულ ცხელების ზონაში. ეპიდემიოლოგის მაია როგავას თქმით, ორივე ინფიცირებული კლინიკის მედპერსონალია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები