"ეს მომჭირნეობის წელია"

2020-12-09 13:20:40

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით სახელმწიფო მოხელეებს 2021 წელს ხელფასები შეუმცირდებათ.

ამის შესახებ მან "პალიტრას" ეთერში ისაუბრა.

ფული ხელფასებს მოაკლდება პირველ რიგში ყველაზე მეტად. ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსი ოპოზიციონერი ამბობდა, რომ ბიუჯეტში იზრდება ხელფასები.

თუკი რამე იზრდება, ეს არის მასწავლებელი, ეს არის ჯარისკაცი, ეს არის პოლიციელი. ჩვეულებრივ სახელმწიფო მოხელეს, მთლიანობაში სახელფასო ფონდს აკლდება, მაგრამ გაიზარდა მეწარმეობაზე გასაწევი ხარჯები.

რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ეს მომჭირნეობის წელია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები