"იმედი გვქონდა, რომ გაუძლებდა"

2020-12-09 13:16:33

რუსთავის თეატრის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს - "რუსთავის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრის ტექნიკური რეჟისორი ნაილი იაშაგაშვილი.

იმედი გვქონდა, რომ გაუძლებდა, ისევ კულისებში დაგვხვდებოდა და ყოველი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ იკითხავდა "აბა, დღეს როგორი ვიყავი, ყველაფერი ხომ კარგად იყო?!"

"ინფო რუსთავი" უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.