რუსთავმა ბათუმი დაამარცხა

2020-12-08 20:06:52

რუსთავის საკალათბრთო გუნდმა "რუსთავი", ბათუმის "ბათუმი" ანგარიშით 95:71 დაამარცხა.

შეხევდრა რუსთავის საკალათბურთო სპრტკომპლექსში გაიმართა.

ანატოლი ბოისას შეგირდებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს ხელჩასაწიდი უპირატესობა – 17:3. ბათუმელებმა თამაში მალე დაალაგეს, სხვაობა ხუთ ქულამდეც შეამცირეს, თუმცა არც „რუსთავი“ დამცხრალა, პირველი მეოთხედი დამაჯერებლად ჩაატარა და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 46:34 გავიდა.

12-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა ერთ ტაიმში შესაძლებელია, თუმცა იმის ნაცვლად რომ სხვაობა შემცირებულიყო, მასპინძლებმა სამქულიანებით უპირატესობა კიდევ გაზარდეს და საბოლოოდ 24-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს.

რუსთაველებს ამერიკელმა მაიკ დევისმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულას მოუყარა თავი. მან 10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. 3-დან 3 სამქულიანი გამოიყენა და 15 ქულა მიითვალა რეზო ჩაჩანიძემ. რუსთაველთა გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ სამქულიანების რეალიზების მაღალი  პროცენტული მაჩვენებელი გახლდათ – 18-დან 11, მაშინ, როცა ბათუმელებმა 17-დან 3 სამიანი გამოიყენეს.