რუსთავში კომერციული ობიექტები შემოწმდა

2020-12-08 17:26:09

შრომის ინსპექციამ რუსთავში ობიექტები შეამოწმა.

ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ არსებულმა შრომის ინსპექციამ 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე ქალაქის მასშტაბით სულ 629 დაწესებულება შეამოწმა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამინისტროში განუცხადეს, არცერთი ობიექტი არ დაჯარიმებული და მათ ინფორმაციული გაფრთხილება მიეცათ.

შეგახსენებთ, 28 ნოემრბიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა და რუსთავში ფუქნციონირება აეკრძალა ყველა სახის სავაჭრო ობიექტს (გამონაკლისების გარდა), დაიხურა აგრარული ბაზრობების გარდა ყველა სახის ღია და დახურული ბაზრობა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები