გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. [ვიდეო/video]
ინფორმაციას ინგლისური გამოცემა BBC ავრცელებს.
პირველი ადამიანი, რომელმაც Pfizer/BioNTech-ის 10 თვეში შექმნილი ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა ჩრდილოეთ ირლანდიელი 90 წლის მარგარეტ კენანია.
ქვეყნის მასშტაბით მოწყობილ 70-მდე ვაქცინაციის ჰაბებში პირველ ეტაპზე 80 წელს გადაცილებული პირები და სამედიცინო პერსონალი აიცრება.
შეგახსენებთ, რომ ინგლისი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო.
მათ პირველ ეტაპზე Pfizer/BioNTech-ის მიერ შექმნილი ვაქცინის 800 000 დოზა შეიძინეს. ეფექტური ვაქცინააციისთვის საჭიროა სამ კვირიანი დაშორებით 2 დოზის გაკეთება.