საქართველოში სეზონური გრიპის ვირუსი გამოჩნდა.
ამის შესახებ მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საიტზეა გამოქვეყნებული. საიტზე გამოქვეყნებულ დიაგრამებზე ასახული მონაცემების მიხედვით, გასულ კვირაში „ბე“ ტიპის ვირუსი მიმდინარე სეზონზე პირველად დაფიქსირდა.
რაც შეეხება „ა“ ტიპის ვირუსს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ტიპის სეზონური გრიპის ცირკულირება ჯერჯერობით ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
შეგახსენებთ, ქვეყანაში გრიპის ვაქცინის 65 ათასამდე დოზაა შემოტანილი. ვაქცინის გარკვეული დოზა უკვე აქვს რუსთავსაც.