მკვლელობა ქვემო ფონიჭალაში.
არსებული ინფორმაციით 40 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს.
ცეცხლსასროლი იარაღიდან მიენებული ჭრილობებით მამაკაცი ორთაჭალაში, ნიუ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ამ დროისთვის უცნობია მკვლელობის მოტივი, მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
"ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.