რუსთავში კოვიდ19 მედპერსონალს დაუდგინდა

2020-12-07 18:18:57

რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან 59 ახალი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში 147 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი გაუკეთდა, საიდანაც 59-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

11 ახალი შემთხევაა კლინიკა "რუსთავში". ინფექციონისტის მაია როგავას თქმით, წინა დღეებში ლაბორატორიულ კვლევებზე გადაგზავნილი ნიმუშების პასუხები დღეს მიიღეს. მისი თქმით, 11 ინფიცირებულს შორის 5 სამედიცინო მედპერსონალია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები