იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, ამის შესახებ ევროპოლი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„დღეს დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ელჩების თხოვნით. შემიძლია გითხართ, რომ იყო გარკვეული საკითხები, რომელზეც პოზიციების დაახლოება მოხერხდა, თუმცა დარჩენილია რამდენიმე მთავარი საკითხი, სადაც პოზიციები ვერ დაახლოვდა. ამიტომ გაგრძელდება პროცესი. ხვალ იქნება მომდევნო შეხვედრა და იმედი ამქვს, ხვალინდელი შეხვედრის შემდეგ უკვე ნამდვილად შეგვეძლება, დეტალები გავაცნოთ საზოგადეობას“,- განაცხადა ბაქრაძემ.
ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის - აშშ–ისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით - მოლაპარაკებები 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მმართველი პარტიიდან შეხვედრას არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე ესწრებიან. ოპოზიციიდან კი ყველა პარტია, რომელმაც ბარიერი გადალახა.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, ოპოზიციასთან ბოლო, მესამე რაუნდისთვის მოსამზადებელი შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, რომ შეთანხმების მიღწევის რეალურ შესაძლებლობებს ხედავს.