დახმარება გაჭირვებულ რუსთაველებს [photo]

2020-12-07 13:14:21

"სიკეთე გადამდებია",- ეს იმ ჯგუფის სახელწოდებაა, რომელშიც 400-ზე მეტი რუსთაველი ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდა.

ისინი რუსთავში გაჭირვებულ ოჯახებს საკვები პროდუქტებით, ტანსაცმლით, მედიკამენტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით ეხმარებიან.

ჯგუფის შემქმნელის ჟანა თითილოკაშვილის თქმით, ჯგუფში გაწევრიანებული რუსთაველების დახმარებით 16 ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებისა და ნივთების შეგროვება უკვე მოხერხდა.

"ჩვენ დღეს ვეხმარებით 16 ოჯახს, გვაქვს გადამოწმებული და მათ სჭირდებათ დახმარება პროდუქტებით, ტანსაცმლით, ასევე გვყავს ბავშვები და მათთვის სათამაშოები მიგვაქვს, ნაძვისხე, ასევე ჭოჭინა, მანეჟი. დღეს ჩვენთან ჩამოდის ჯგუფი "შენთან ვარ-ს" წევრები, ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით ეხმარებიან გაჭირვებულ ოჯახებს, და ჩამოაქვთ პროდუქტები. ბავშვებისთვის სათამაშოები, რომლებიც სამების საკათედრო ტაძარმა მიაწოდა",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ჟანა თითილოკაშვილის.

მისი თქმით, ახალგაზრდები გეგმავენ, რომ რუსთავში სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის ყოველ კვირას შეაგროვონ საჭირო პროდუქტები, მედიკამენტები და ნივთები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები