რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება

2020-12-07 12:06:43

რუსთავის მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.

ელ.ენერგია არ მიეწოდება თოდრიის, მესხიშვილის, ნიკოლაძისა და კიდევ რამდენიმე ქუჩას.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, მოხდა ავარიული გათიშვები და კომპანიის თანამშრომლები მუშაობენ, რომ ალტერნატიულ ხაზზე გადართონ აბონენტები.

მათი თქმით, ელექტრო ენერგიის მიწოდება ქუჩებს ნახევარ საათში აღუდგებათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები