27 წლის ქართველი იძებნება [photo]

2020-12-07 11:29:50

ჩეხეთში 27 წლის საქართველოს მოქალაქეს, ბაჩუკი ჯალაღონიას, ეძებენ.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ძებნილი ქართველი პრაღაში, ვლადისლავოვას ქუჩაზე 29 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდა, რომ არა სამედიცინო დახმარების დროულად აღმოჩენა, შესაძლოა, საქმე ფატალური შედეგით დასრულებულიყო.

"ინტენსიური მოქმედებებისა და კრიმინალური გამოძიების შედეგად შევძელით თავდამსხმელის ინდენტიიფიცირება, რომელიც საქართველოს მოქალაქე  27 წლის ბაჩუკი ჯალაღონიაა, ის წარსულში ზალადობის მუხლით არის ნასამართლევი",- განაცხადა პოლიციის პრესპიკერმა ევა კროპაჩოვამ.

იმ შემთხვევაში, თუ საქართვველოს მოქალაქეს ბალი დაუმტკიცდება, მას 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები