მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2020-12-07 00:12:55

7 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. 

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 7 დეკემბერი +3°C, 8 დეკემბერი +4°C, 9 დეკემბერი +4°C, 10 დეკემბერი +5°C.