“ხარვეზი ბევრია. ბევრია იმიტომ, რომ სისტემა ძალიან გადატვირთულია. იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია. ახლა რომ ხშირად სვამენ საკითხს "რატომ არ მოემზადა?" ამაზე მარტივი პასუხია - იდეალური არაფერი არ არის. მაგრამ უკეთ მოემზადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა ქვეყანა მზად მსგავსი გამოწვევისთვის. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
"სულ არ ვიყავით ასე მზად გაზაფხულზე. გაზაფხულზე რომ ყოფილიყო ასეთი ტალღა, სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლებოდა და ვერ გაუძლებდა.
მესმის, რომ ბევრი ხარვეზია, მესმის, რომ ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. დღეს 6 768 ადამიანი იწვა სტაციონარში. დაახლოებით, 4 000-მდე იყო COVID-სასტუმროებში. 16 000-მდე ადამიანი არის ბინაზე მკურნალობაზე. ”- აცხადებს გამყრელიძე.