რუსთავში გასული 24 საათის განმავლბაში კორონავირუსული ინფექციის 50 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
N2 დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას, განცხადებით, 112 ადამიანს ანტიგენზე დამზადებული სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, საიდანაც 42-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ადამიას თქმით, ლაბორატორიულ კვლევაზე 7 საეჭვო შემთხვევაზე კი PCR ტესტი გაკეთდა, საიდანაც 5-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
3 ახალი შემთხვევა დადასტურდა ცენტრალური კლინიკის ცხელების ზონაში. ინფექციონისტის მაია რაზმაძის თქმით, გეგმიური კვლევის შედეგად ჩატარებული სწრაფი ტესტებით კოვიდ19-ის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.