რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდა

2020-12-05 23:06:29

რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაცია აბონენტებმა ინფო რუსთავს შეატყობინეს და იმის გარკვევა სთხოვეს თუ როდის აღდგება ელ.ენერგიის მიწოდება.

"ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგი პრო ჯორჯიაში" განუცხადეს რომ - "ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა, ადგილზე უკვე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები. როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება ზუსტი დრო უცნობია".

შეგახსენებთ რომ ელ.ენერგია არ მიეწოდება რუსთაველის ქუჩას და მის მიმდებარე ქუჩებს.