ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2020-12-05 20:42:44

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში, მეგობრობის გამზირზე [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის ავტომობილმა ზებრა გადასასვლელზე ქვეითებს გზა დაუთმო და სვლა შეანელა, რა დროსაც უკნიდან "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი დაეჯახა.

შეჯახების შედეგად "ტოიოტას" მარკის ავტომობილი რამდენიმე მეტრის მოშორებით გადავარდა, მანქანაში მძღოლთან ერთად კიდევ სამი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილი კი რკინის ჯებირს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა, მათ შორის 2 კლინიკაში გადაიყვანეს. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.


 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები