ეპიდსიტუაცია რუსთავში

2020-12-05 11:11:12

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავში, კორონავირუსული ინფექციის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 29 შემთხვევა დადასტურდა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. კლინიკაში ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი 36 პირს ჩაუტარდა.

N2 დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, თავდაპირველად ყველა პაციენტს სწრაფი ტესტირება უტარდება, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, ხდება შედეგის გადამოწმება PCR ტესტის საშუალებით.

ადამიას თქმით, ყველა კოვიდინფიცირებული რუსთაველია და ისინი დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის გამო, მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ.

ასევე ანტისხეულებზე დაფუძნებული სწრაფი ტესტით გამოვლინდა კოვიდ19-ის 7 ახალი შემთხვევა კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში.

კლინიკის ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის განცხადებით, პაციენტები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულების კოვიდის მიმღებ ცენტრში გადიან. კოვიდინფიცირებულები შუახნის პირები არიან.

კოვიდ19-ის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა რუსთავის ცენყტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ზონაში. ტესტი კორონავირუსზე კლინიკაში 2 პაციენტს აუღეს.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI