ხმაური რუსთავში, ტაშკენტის ქუჩაზე. [ვიდეო/video]
როგორც ადგილობრივებმა "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მამაკაცმა მაღაზიის მინის ვიტრაჟი გატეხა და შიგნით შეღწევას აპირებდა.
ადგილზე დროულად მივიდა რუსთავის კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და 25 წლამდე მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
შეგახსენებთ რომ აღნიშნული მაღაზია 8 თვის წინ გაქურდეს.