რუსთავში საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შემცირდა

2020-12-04 14:01:29

რუსთავში საახალწლო განათებებისთვის გამოყოფილი თანხა 25 000 ლარამდე შემცირდა.

როგორც აიიპ "რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელმა რევაზ გოგიძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიუჯეტი, რომელიც საახალწლო განათებებისთვის პირველ ეტაპზე გაითვალისწინეს, ამოქმედებული კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე დაკორექტირდა.

"კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ შევკვეცეთ ბიუჯეტი, 75 00 ლარი იყო გამოყოფილი, მაგრამ რაც ამოქმედდა შეზღუდვები, გადავწყვიტეთ, რომ თანხა შეგვემცირებინა", - აცხადებს რევაზ გოგიძე. 

"რუსთავსერვის ცენტრის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, წელს რუსთავში წინასაახალწლოდ ცენტრალური ქუჩები მოირთვება და შარშანდელისგან განსხვავებული ილუმინაციებისა თუ აქსესუარების შეძენა არ მოხდება.

"ცენტრალური ქუჩები მოირთვება შემოსასვლელიდან მერიამდე. ვყიდულობთ მხოლოდდამხოლოდ იმ წვრილმან და აუცილებელ დეტალებს, რომელიც აკლია შარშანდელ განათებებს", - აცხადებს რევაზ გოგიძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები