იუმორისტ დავით როსტომაშვილს თავს დაესხნენ

2017-06-14 17:32:52

იუმორისტ დავით როსტომაშვილს ბეისბოლის ჯოხით თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს თბილისში მოხდა, გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს ნიღბიანი პირი თავს დაესხა. დაშავებული დავით როსტომაშვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით ცხელ კვალზე ერთი პირია დაკავებული.