"როცა ვამბობდი, ვერ დაითვლით-მეთქი. ვითვლით ახლა?" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, როცა კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელზე საუბრობდა.
"დავითვალოთ, ხო, რამდენია? 1 200-ზე მეტია. ეს არის დასათვლელი ამ პატარა ქვეყნისთვის? რა იყო საჭირო? ნიღაბი უნდა გვეტარებინა და დისტანცია დაგვეცვა", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.