შემდეგი კვირიდან გაერთიანებულ სამეფოში ხალხის ვაქცინაცია დაიწყება.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინგლისი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც Pfizer/BioNTech-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცეს.
ბრიტანეთში მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ ვაქცინა, რომელიც 95%-ით ეფექტურია, წარმოებისთვის დაამტკიცა.
შემდეგი კვირიდან ინგლისში მაღალი პრორიტეტის ჯგუფების აცრა დაიწყება.
მათ უკვე შეკვეთილ აქვთ ვაქცინის 40 მილიონი დოზა, რომელიც 20 მილიონი ადამიანისთვისაა საკმარისი.