ვინ არის რუსთავში ავარიის დროს გარდაცვლილი [video]

2020-12-01 23:48:50

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მსხვერპლით დასრულდა [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით "შევროლეტი"-ს მარკის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს ნიკოლაძის ქუჩაზე დაეჯახა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, მსუბუქი ავტომობილი ფიროსმანის ქუჩაზე მოძრაობდა, შეუხვია ნიკოლაძის ქუჩაზე, სადაც საავტომობილო გზაზე გადადიოდა ქვეითი და მოხდა შეჯახება. შეჯახების შემდეგ ქალი დაბლა დაეცა და თავი, სავარაუდოდ, ბორდიურს დაარტყა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ქვეითის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი 64 წლის ქეთევან მემეშიშია.