რუსთავში ავარია მსხვერპლით დასრულდა

2020-12-01 21:10:29

რუსთავში, ფიროსმანისა და დუმბაძის ქუჩის კვეთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. [ვიდეო/video]

ქვეითად მოსიარულე ქალს მსუბუქი ავტომობილი დაეჯხა. 65 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის შვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ქალი კომენდანტის საათის დაწყებამდე სამსახურიდან სახლში მიდიოდა, გზაზე გადასვლის დროს კი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები