რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ოთხივე პაციენტი მკურნალობას ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს კოვიდმიმღებ ცენტრში გადიოდა.
სამედიცინო დაწესებულების ინფექციონისტის, მაია რაზმაძის განცხადებით, გარდაცვლილებს შორის 2 მამაკაცია, ხოლო 2 ქალი.
რაზმაძის თქმით, პაციენტები 60-დან 80 წლამდე ასაკის იყვნენ.