დაჯარიმდა თუ არა ობიექტები რუსთავში

2020-12-01 17:36:43

28 ნოემბრიდან დღემდე, რუსთავში, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო 222 სავაჭრო თუ სხვა სახის ობიექტს გაფრთხილება მიეცა.

როგორც "ინფო რუსთავს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, შრომის ინსპექციას ჯერჯერობით რუსთავში არცერთი ობიექტი არ დაუჯარიმებია.

შეგახსენებთ, 28 ნოემრბიდან ქვეყანაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა. დამატებითი შეზღუდვები დაწესდა საქართველოს 7 დიდ ქალაქში, მათ შორის რუსთავშიც. რუსთავში ფუქნციონირება აეკრძალა ყველა სახის სავაჭრო ობიექტს (გამონაკლისების გარდა), დაიხურა აგრარული ბაზრობების გარდა ყველა სახის ღია და დახურული ბაზრობა.