რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ით რუსთავში

2020-12-03 01:01:32

რუსთავში ბოლო 2 თვის განმავლობაში კორონავირუსულ ინფექციას 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მათგან ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 43 წლის იყო, რომელიც მკურნალობას კლინიკა "რუსთავის" კოვიდმიმღებ ცენტრში გადიოდა.

როგორც კლინიკის ინფექციონისტმა მაია როგავამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მათ სამკურნალო დაწესებულებაში კორონავირუსით სულ 21 ადამიანი გარდაიცვალა.

ხოლო 10 კოვიდინფიცირებული ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს კოვიდმიმღებ ცენტრში გარდაიცვალა.

ინფექციონისტის მაია რაზმაძის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის მინიმალური ასაკი 65 წელი იყო, მაქსმიმალური კი 82 წელი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები