კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2020-12-01 16:30:46

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექცით ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მათგან ყველაზე მეტი, 45 შემთხვევა, N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაფიქსირდა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით ლაბორატორიულ კვლევაზე 84 პაციენტის ნიმუში იყო გადაგზავნილი, საიდანაც 45-ს კოვიდ19 დაუდასტურდა.

4 ინფიცრების შემთხვევა კი ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ზონაში გამოვლინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები