საავადმყოფოში ყაჩაღობა მოხდა

2020-12-01 12:59:21

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" ყაჩაღობა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და თანხა გაიტაცა.

ჯერჯერობით უცნობია, რა ოდენობის თანხაა წაღებული საავადმყოფოდან.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.