ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხები 47.1 მლნ ლარით გაიზარდა.
ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ ოქტომბრის თვის მიმოხილვაში.
ამავე სტატისტიკით, ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 570.2 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.5 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 30.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 55.7 პროცენტს გაუტოლდა.