რუსთავში ბანკებს სპეცრაზმი იცავს

2020-12-02 00:15:31

რუსთავში ბანკებს სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები იცავენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შარტავას გამზირზე "თი-ბი-სი ბანკისა" და "საქართველოს ბანკის" თოდრიას, მეგობრობისა და ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ ფილიალებთან სამართალდამცავთა ეკიპაჟები რამდენიმე დღეა კრიმინალის პრევენციის მიზნით დგანან.

სავარაუდოდ, ბანკებთან სამართალდამცავთა მობილიზება ბოლო ერთ თვეში ქვეყნის მასშტაბით ბანკებსა და საფინანსო ორგანიზაციებში კრიმინალური ფაქტების გახშირდებას უკავშირდება.

მათ შორისაა ყველაზე გახმაურებული ზუგდიდში საქართველოს ბანკიში შეჭრა, რომლის დროსაც თავდამსხმელმა 40-მდე მძევალი აიყვანა და ამ დრომდე მძევლების განთავისუფლების სანაცვლოდ აღებულ 500 000 დოლართან ერთად გაუჩინარებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები