კლინიკიდან გაქცეული პაციენტი გარდაცვლილი იპოვეს

2020-11-30 19:11:06

ქუთაისში კლინიკიდან გაქცეული 76 წლის კაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო და კლინიკა 28 ნოემბერს უნდა დაეტოვებინა, თუმცა სამედიცინო დაწესებულებიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა.

სამდღიანი ძებნის შემდეგ კაცი სამართალდამცავებმა კლინიკასთან ახლოს მდებარე ტყეში გარდაცვილილი იპოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები