საპარკინგე ადგილები რუსთავში

2020-11-30 18:29:50

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე საპარკინგე ადგილების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პარკინგის გარდა ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტროტუარებს და გაკეთდა გაზონი.

სამუშაოებისთვის მერიამ ტენდერი რამდენიმე თვის წინ გამოაცხადა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 704 578 ლარი გამოყო.

პროექტის ფარგლებში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მესხიშვილის ქუჩის გარდა ამირან ფანცულაიას ქუჩის ტროტუარებისა და გაზონების, ასევე კონსტიტუციის ქუჩაზე კოსტავას #14-დან ასლანიკაშვილის კვეთამდე ტროტუარების მოწყობის სამუშაოების შესრულება ევალებოდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები