საქსტატი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

2020-11-30 14:57:56

საქსტატმა 2020 წლის ოქტომბრის ეკონომიკური ვარდნის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად,  წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ ოქტომბერში 3.9% შეადგინა, ხოლო 2020 წლის 10 თვის საშუალო მაჩვენებელი -5.1%-ია.

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში კლების ტენდენციაა.

"2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდათითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა", - ნათქვამია ანგარიშში.

ოქტომბერში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა წლიურ ჭრილში მცირედით - 2.3%-ით შემცირდა და მან 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ასევე 4.4%-ით შემცირდა ახალრეგისტრირებული კომპანიების რაოდენობაც, რამაც 4,046 შეადგინა.

ეკონომიკურ ზრდაზე ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა ექსპორტის მაჩვენებლის 11.1%-იანმა შემცირებამაც.