გაიხსნება თუ არა მოლები

2020-11-30 13:18:50

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ 24 დეკემბრამდე მოლები არ გაიხსნება.

ხოლო 24 დეკემბრიდან ერთი კვირის განმავლობაში მათ მუშაობის უფლება მიეცემა.

"შეზღუდვის დაწესებამდე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა ჩვენ, განსაკუთრებით იმ დარგებთან, ვისაც შეეხო შეზღუდვა, მათ შორის მოლებთანაც. იყო შეხვედრა ეკონომიკურ ბლოკის მინისტრების, ასევე შეხვედრა პრემიერ-მინისტრის დონეზე და მივიღეთ გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება, მოლების წარმომადგენლებმაც მოისმინეს ეპიდემიოლოგების არგუმენტები...

ჩვენ გავითვალისწნეთ მოლების პრობლემები და ეს არ არის მხოლოდ მათი პრობლემა, ეს არის ეკონომიკის პრობლემა და ვაძლევთ საშუალებას, რომ წინასაახალწლო პერიოდი 24 დეკემბრიდან მოყოლებული იავჭრონ. გარდა ამისა ის სურათი, რაც ჩვენ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე, აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ, როგორ უნდა მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ფასდაკლების აქციამ და ეს აქტუალური იქნება 24 დეკემბრის შემდეგაც. მათ უნდა დაგვაწმუნონ, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა იმიტომ, რომ ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურ საფრთეს შეიცავს.

ამ ვითარებამ გვაჩვენა, თუ რატომ მიიჩნევა მთელს მსოფლიოში, რომ სწორედ მოლები და რესტორნები არის ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ქმნის ადამიანების მობილობას.

აქედან გამომდინარე ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი. ერთი, რომ მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ბიზნესის, მათ შორის მოლების, მოთხოვნას, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი პასუხისმგებლობით უდგებიან ამ პროცეს და ახერხებენ მართვას არამხხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე არამდე გარეთ რიგების მართვას",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები