საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 3 000 მეხანძრე-მაშველიდან კორონავირუსით ინფიცირებულია — 173.
მათივე ინფორმაციით, ყველა თანამშრომელს, ვისაც covid 19 დაუდასტურდათ, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, რომელიც ინფიცირებულთან კონტაქტია, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება PCR ტესტი.
"მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმიური დეზინფექცია, როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების".- წერია განცხადებაში.
საგანგებო აცხადებს, რომ შსს-ს რესურსი აქვს, რომ "თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება".