საქართველო კორონავირუსის პიკშია და თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამის შესახებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პიკის გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ მოხდება დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების აღსრულება. გამყრელიძის ინფორმაციითქვე, შესაძლოა იყოს კოვიდინფიცირების ზრდის მატება.
„ჩვენ პიკს ველოდებოდით და ვპროგნოზირებით ნოემბრის მეორე ნახევარში. უკვე შესული ვართ პიკში, ეს იცით. ყოველდღიურად გვაქვს 3000-დან 4000-მდე შემთხვევა. დღეს, რომ 3216 შემთხვევაა ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შაბათ-კვირას როგორც გითხარით ნაკლები გამოკვლევები ჩატარდა, რადგან შაბათ-კვირას ეს ასეა. დღეს ვმერყეობთ 3000-ს და 4000-ს შემთხვევას შორის. ეს პიკი რამდენი ხანი გაგრძელდება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის როგორ დავიცავთ ჩვენ იმ რეგულაციებს, რაც დაწესებულია. დაახლოებით ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია იყოს ცოტა მეტი ზრდა, მაგრამ ამ ფარგლებში უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.