რუსთავში პოლიციამ 40-მდე რუსთაველი დააჯარიმა.
"იფნო რუსთავის" ინფორმაციით, საჯარიმო ქვითრის გამოწერის მიზეზი ქუჩაში პირბადის არ ტარება გახდა.
სამართალდამცავები ქალაქის მასშტაბით პატრულირებენ და პირბადეების სწორად ტარებას აკონტროლებენ, წესის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში კი პირებს აჯარიმებენ.
შეგახსენებთ, რომ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეებში სავალდებულოა, წესის დამრღვევის შემთხვევაში მოქალაქე 20 ლარით დაჯარიმდება.