ახალგაზრდა კაცი მუშაობისას მძიმედ დაშავდა

2020-11-29 14:26:34

ჩოხატაურში უბედური შემთხვევა მოხდა.

30 წლამდე მამაკაცი ქვის საამქროში მუშაობისას მძიმედ დაშავდა, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო.

როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები