რუსთავში მედპერსონალს კოვიდ19 დაუდასტურდა

2020-11-29 12:45:17

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 42 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულებს შორის არიან მედიკოსებიც.

33 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ცენტრის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიამ განუცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორიულ კვლევაზე 66 ნიმუში იყო გადაგზავნილი, 33-ზე კი დადებითი პასუხი მოვიდა, ინფიცირებულებს შორის კლინიკის ერთი მედიკოსი და სამი თანამშრომელია.

30 საკვლევი ნიმუში იყო გაგზავნილი კლინიკა "რუსთავის" კოვიდმიმღებიდან, საიდანაც 6-ს ვირუსი დაუდასტურდა. კლინიკის ინფექციონისტის მაია როგავას განცხადებით, ინფიცირებულებს შორის 4 მედპერსონალია, ხოლო 2 პაციენტი.

რუსთავის ცენტრალური კლინიკის ცხელების ზონიდან ლაბორატორიულ კვლევაზე 5 ნიმუში იყო გაგზავნილი, ინფექციონისტის მაია რაზმაძის განცხადებით, 3 პაციენტს კოვიდ19 დაუდასტურდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები