რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა

2020-11-28 19:01:48

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსთავში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ქალაქის დღის კოვიდსტატისტიკას 30 ინფიცირებული დაემატა.

კოვიდინფექციის 30-ვე ახალი შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. პოლიკლინის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, ინფიცირებულთა მონაცემების შესახებ სამედიცინო დაწესებულებაში ინფორმაცია დღის მეორე ნახევარში განახლდა.

კლინიკიდან ლაბორატორიულ კვლევაზე 72 პაციენტის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი.

ბოლო 24 საათში, ჯამში,  N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, კორონავირუსული ინფექციის 42 შემთხვევა დადასტურდა.