გადაიხდიან თუ არა რუსთაველი მოვაჭრეები გადასახადებს

2020-11-28 12:57:26

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, გადაიხდიან თუ არა მოვაჭრეები გადასახადებს პანდემიიდან გამომდინარე ამოქმედებული შეზღუდვების პერიოდში და იმ ბაზრობების წარმომადგენლებს ესაუბრა, სადაც ყველაზე მეტი რუსთაველია დასაქმებული.

როგორც ე.წ. "სტამბოლის ბაზრის" დირექტორი მამუკა ცხოვრებაძე აცხადებს, მოვაჭრეები შეზღუდვების პერიოდში გადასახადებს არ გადაიხდიან.

"დეკემბერია და ამ თვეს მთელი წელი ელოდებიან მოვაჭრეები, რა თქმა უნდა, დიდი უკმაყოფილებაა მათში. ვინც არ იმუშავებს, ისინი არაფერს არ გადაიხდიან. ჩვენ ვვარდებით ცუდ დღეში, მაგრამ წინა შეზღუდვების პეროდშიც ასე იყო. მე კომუნალურების გადახდა მაინც მომიწევს, ასევე უნდა გადავუხადო თანხა დაცვის თანამშრომლებსაც, ამიტომ ბერვი თანხა მრჩება გასასტუმრებელი. წინაზე კრედიტი ავიღეთ, მაგრამ ახლა კრედიტის აღებაც ჭირს", - აცხადებს მამუკა ცხოვრებაძე.

რაც შეეხება ლილო-მოლში დასაქმებულ მოვაჭრეებს, ბაზრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩომახიძის განცხადებით, იქნება გარკვეული შეღავათები, თუმცა, სავარაუდოდ, მოვაჭრეებს გარკვეული თანხის გადახდა მაინც მოუწევთ.

ჩომახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, კონკრეტულად რა შეღავათები გაუწიონ დასაქმებულებს.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად, დაიხურა ღია და დახურული ბაზრობები. ფუნქციონირებას აგრძელებს აგრარული ბაზრები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები