კოვიდსტატისტიკა რუსთავში

2020-11-28 11:17:59

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსული ინფექციის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან ინფიცირების 12 შემთხვევა დადასტურდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში. ცენტრის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით, ყველა პაციენტი რუსთაველია.

8 ახალი შემთხვევა დადასტურდა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ ცხელების ზონაში. სამედიცინო დაწესებულების ეპიდემიოლოგის, მაია რაზმაძის თქმით, პაციენტები 20-დან 70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მერყეობენ და ყველა მათგანი მკურნალობის კურსის გასავლელად საავადმყოფოს კოვიდის მიმღებ განყოფილებაში რჩება.

კოვიდ19-ის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა კლინიკა "რუსთავში" განთავსებულ ცხელების ზონაში. კლინიკაში აცხადებენ, რომ ლაბორატორიულ კვლევაზე 25 პირის ბიოლოგიური მასალა იყო გაგზავნილი.

როგორც სამედიცინო დაწესებულებებში ამბობენ, ვირუსით ინფიცირებულთა მონაცემები დღის განმავლობაში კიდევ შეიცვლება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები