რიგები, ხალხმრავლობა და საცობები სავაჭრო ცენტრებთან

2020-11-27 14:54:20

საავტომობილო საცობია თბილისი კახეთის გზატკეცილზე, ლილოს ბაზრობის მიდებარე ტერიტორიაზე და თბილისი მოლთან. მოსახლეობას საავტომობილო საცობში დაახლოებით ნახევარი საათი უწევთ ყოფნა. მიზეზი ის შეზღუდვებია, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება.

განსაკუთრებული ხალხმრავლობაა სავაჭო ცენტრებში და ბაზრობებზე. გრძელი რიგია ლილოს ბაზრობის შესასვლელთან.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან მთავრობის მიერ დაწესებული ახალი გამკაცრებული ზომები შედის ძალაში.

ახალი გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით იხურება ბაზრობები და სავაჭრო ცნტრები.