დიღმის მასივში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში ძარცვა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში შეიარაღებული კაცი შეიჭრა და თანხა გაიტაცა. ჯერჯერობით კომპანიაში არ საუბრობენ, რა ოდენობის თანხაა ბანკიდან წაღებული.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელს ეკეთა ნიღაბი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლითაა დაწყებული.